საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვები იწყება. საკითხზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.
პრეზიდენტის ადმინიტრაციამ მმართველ გუნდის საპარლამენტო განხილვამდე ცვლილებებზე ერთობლივი მსჯელობა კიდევ ერთხელ შესთავაზა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტის პოზიცია და არგუმენტები სახალხო განხილვების დროს გამოჩნდა.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვის მეორე ეტაპი 30 მაისს დასრულდა. განხილვები 5 მაისს დაიწყო. ცვლილებები სულ 11 ქალაქში უნდა წარედგინათ. ბოლო შეხვედრა 15 მაისს თბილისში ჩაიშალა. ამის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ თბილისის 10 რაიონში და საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დამატებითი განხილვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.