სოფელ მუხრანში ,,ქართული ოცნების" გასვლითი სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებიან.
შეხვედრაზე პარტიის წევრები ორ ძირითად საკითხს განიხილავენ. პირველი საკითხი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს შეეხება. მეორე განსახილველი თემა კი საკონსტიტუციო პროექტის განხილვის შემდგომი პროცესია.
მმართველი გუნდის ინფორმაციით, დღეს მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა არ მიმდინარეობს.