მადრიდის რეალის ფეხბურთელმა კაზემირომ დანაპირები შეასრულა. თამაშამდე მან პირობა დადო, რომ თუ რეალი იუვეს დაამარცხებდა, თავს გადაიპარსავდა. პირობის შესრულებაში მას თანამემამულე მარსელო დაეხმარა. ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. კაზემირომ ბუფონის კარში გოლიც შეაგდო.