მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ მონახოს გზები, რომ წამოვიდეს საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ძალებათან კონსენსუსზე, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება საუბრობს მთავრობის სტაბილურობაზე, თუმცა თუ პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში არ იქნება კონსენსუსი, ქვეყანა განწირულია დესტაბილიზაციისთვის.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას ეკისრება და მონახოს გზები, რომ წამოვიდეს საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ძალებათან კონსენსუსზე. ამისთვის ჩვენ რა თქმა უნდა, მზადყოფნას ვაცხადებთ”, - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.