მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ახალი პოლიტიკური ძალა, ეს იქნება ინდივიდების გაერთიანება. ყოველი კონკრეტული ინდივიდი მიიღებს გადაწყვეტილებას ახლაც და მომავალშიც, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ არის არანაირი პარტიების გაერთიანება.
"ყველა, ვისაც ექნება ხედვა იმის თაობაზე, რომ აუცილებელია ქვეყნის მართვის უნარის, რესურსის და პროგრამის მქონე პოლიტიკური ძალის შექმნა და ამ ძალამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობის დიდი ტვირთი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთადაც, ყველამ, ვინც დაინახა, რომ ზედაპირული ოპონირებით საქმე ვერ კეთდება, ყველამ, ვინც დაინახა, რომ პროგრამის გარეშე ხელისუფლებაში მისვლითაც ვერაფერი კეთდება, ყველამ, ვინც დაინახა, რომ ხელისუფლებაში მოსული, მაგრამ მსოფლმხედველობრივად შეუთავსებელი ადამიანებისგან ქვეყანა წინ ვერ წავა, შეუძლია იფიქროს ახალ პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანებაზე", - განაცხადა უსუფაშვილმა.