ჩვენ გვქონდა კონტაქტი ამასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს თანამდებობის პირებთან. ისინი შეგვპირდნენ, რომ დეტალურად და სრულყოფილად გამოიძიებენ მუხთარლის საქმის გარემოებებს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩა საქართველოში, იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობის წევრებმა ასევე დაარწმუნეს, რომ მუხთარლის უსაფრთხოება დაცულია.
"ეს არის ნამდვილად სერიოზული ბრალდებები. ჩვენ გვქონდა კონტაქტი ამასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს თანამდებობის პირებთან. ისინი შეგვპირდნენ, რომ დეტალურად და სრულყოფილად გამოიძიებენ მუხთარლის საქმის გარემოებებს. ისინი, რა თქმა უნდა, აცნობიერებენ სერიოზულობას ამ საკითხის. მათ ასევე დაგვარწმუნეს, რომ იმ აზერბაიჯანელი მოქალაქეების, უფლებადამცველების, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება",- განაცხადა იან კელიმ.