ტოკიოში საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეაღნიშნეს.
სადღესასწაულო მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილჯანელიძემ, იაპონიის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა მოტომე ტაკიზავამ და იაპონიის პარლამენტის საქართველოსთანმეგობრობის ჯგუფის გენერალურმა მდივანმა იასოტუში ნიშიმურამ.
მათ ხაზი გაუსვეს იაპონიასა და საქართველოს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. იაპონიისვიცე-მინისტრმა მიულოცა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე, როგორც მან საკუთარ გამოსვლაში აღნიშნასაქართველო იაპონიის უმნიშვნელოვანესი მეგობარია და მასთან ერთად იზიარებს ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებსროგორიც არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა. მისი თმით საქართველო-იაპონიის ურთიერთობები გასცდა პოლიტიკისსფეროს და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიც არის ეკონომიკა, ხალხთაშორისი კონტაქტები,კულტურა და ტურიზმი.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებით აღნიშნა იაპონიის მნიშვნელოვანიწვლილი საქართველოს განვითარებაში დამოუკიდებლობის აღდგენის საწყის ეტაპზე და მადლობა გადაუხდა იაპონიისმთავრობას და იაპონელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერისა და როგორც მატერიალური, ასევე ტექნიკური დახმარებისთვის.მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ამ 25 წლის განმალობაში საქართველოსა-იაპონიას შორის ჩამოყალიბდა ბრწყინვალეთანამშრომლობა და დღეს არის შესაძლებელია ახალი ფურცელი გადაიშალოს ორმხრივ ურთიერთობაში.
სადღესასწაულო მიღებას ესწრებოდნენ იაპონიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები,იაპონიის საქმიანი წრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
მიღების ფარგლებში ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა იაპონიის მუსიკალურმა ჯგუფმა "იამაშიროგუმი", ასევედამსწრე საზოგადოებას გააცნეს ქ. ჰიროშიმას მერის კაზუი მაცუმის მისალოცი გზავნილი.
სადღესასწაულო მიღების ფარგლებში გაიმართა ქართული კულტურის და ქართული ანბანის ამსახველი ფოტო-გამოფენა.