საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, პარასკევს, 2 ივნისს პრეზიდენტის სასახლეში თბილისის სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში მრგვალი მაგიდა თემაზე: საკონსტიტუციო ცვლილებების გავლენა საქართველოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის სისტემაზე.
შეხვედრა ტარდება „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო საბჭოსთან“, „შეირაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ცენტრთან“ (DCAF, ჟენევა) და „საქრათველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან“ (NLO) თანამშრომლობით. დისკუსიაში მონაწილეობისთვის მოწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, თავდაცვისა და უშიშროების სექტორის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები.
საერთაშორისო და რეგიონალურ უსაფრთხოების გამოწვევებზე მოხსენებით გამოვლენ:
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს პრეზიდენტი;
დავით რაქვიაშვილი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
ედვარდ ლუკასი - გამომცემლობა The Economist-ის მთავარი რედაქტორი და
ჯონ მაკინსონი - Penguin Random House-ის თავმჯდომარე.
სტრატეგიული დისკუსიის მიზანია შესთავაზოს უსაფრთხოების სექტორის ფართო წრეების წარმომადგენლებს იკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონალური უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართებაში. დისკუსიის ძირითადი თემები იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნვეყლოფაში საქართველოს როლი და ევრო-ატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები და მათთან ერთობლივად განმკლავების გზები.