ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებით დაასრულა.
თბილისში გამართული ოთხდღიანი სესია შეაჯამა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ღონისძიების წარმატებით დასრულებით საქართველომჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაინაცვლა. დეპუტატმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციისმნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც გამორჩეულად წარმატებით დასრულდა და ნატოსთან და საერთოდ, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობისახალ ეტაპზე გადავინაცვლეთ. მინდა, მივესალმო ძალიან სწორ და მტკიცე გზავნილებს, რომელიც გაისმა როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ასევე,იმ დეკლარაციის მიღებით, რომელიც პირდაპირ იყო მოწოდებული საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო ყველას,ვინც აბსოლუტურად სწორად შეაფასა საქართველოს მიერ აღებული პოლიტიკური კურსი, ის რეფორმები და პროგრესი, რომელიც სამაგალითოა რეგიონში. ასევე,მინდა, მადლობა გადავუხადო ასამბლეის პრეზიდენტს, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ასამბლეის ყველა წევრს, რომლებმაც გამორჩეული პოლიტიკურიგანცხადებები გააკეთეს.", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.
26-29 მაისს, საქართველოს 600-მდე სტუმარი ეწვია. სესიის ფარგლებში, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, საკომიტეტო სხდომები და პრესკონფერენციებიგაიმართა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო განზომილებას, რომელიც ჩრდილოეთამერიკისა და ევროპის 28 წევრ და 20-ზე მეტ ასოცირებულ, პარტნიორ და დამკვირვებელ ქვეყანას აერთიანებს.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ნატოს არაწევრ ქვეყნებში დღემდე მხოლოდ ოთხჯერ ჩატარდა და დღეს, ოთხივე ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია.საქართველო რიგით მეხუთე ქვეყანაა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართა.