რუსი სამართალდამცველები შეფასებას მისცემენ ამ საზიზღარ აქტს მისცემენ. ასე ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა Tbilisi Open Air-ზე ქართველი მუსიკოსის, ერეკლე გეწაძის პერფორმანსს.
გეწაძემ სცენაზე რუსული დროშა პაკეტში მოათავსა და ზედ მოშარდვის იმიტიაცია გააკეთა, რაც რუსულმა მედიამ და Telegram-ის არხებმა „რუსული სამფეროვანი დროშის შეურაცხყოფად“ შეაფასეს.
„პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, როგორც არ უნდა ეპყროოდეს მას ფსიქოპატი.
მეორეც, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ საზიზღარ აქტს შეფასებას მისცემენ.
მესამეც, თამარ დედოფლის ღირსეული შთამომავლები - წერეთლების სახელოვანი გვარისა და რუსეთის დროშის ქვეშ მებრძოლი პეტრე ბაგრატიონის დიდებული წარმომადგენლებიდან დაწყებული და დამთავრებული ნიკოლაი ცისკარიძით, რომელიც დონბასის რესპუბლიკებისთვის დახმარებას აგროვებდა - ეს ადამიანები, რომლებმაც თავიანთ პროფესიაში რეალურ სიმაღლეებს მიაღწიეს, ამ ფსკერისგან განსხვავებით, საკუთარ თავს რუსულ სამფეროვან დროშასთან აიგივებენ ჭეშმარიტად ქართული პატივითა და სიამაყით. და, რა თქმა უნდა, შეგახსენებთ, რომ სწორედ ქართველმა მელიტონ ქანთარიამ, სერჟანტ მიხაილ ეგოროვთან ერთად, აღმართა რაიხსტაგზე ჩვენი საერთო ქვეყნის დროშა, რომლის მემკვიდრეც რუსეთია.
პირადად კი ჩემგან. როდესაც ღმერთმა კაცს ტვინი არ მისცა, მას სხვა ორგანოებით უწევს მუშაობა. ამ შემთხვევაში, იმით, რაც, როგორც ჩანს, ყველაზე ხშირად ხელში ხვდება, - განაცხადა ზახაროვამ.