ვატიკანის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა სამ-ოთხ კვირაში დაიწყოს, თუ ორივე მხარე ამისთვის მზად იქნება. ინფორმაციას Deutsche Welle წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თუმცა, ასევე ცხადია, რომ პაპი თავად მოლაპარაკებებს მუდმივად არ დაესწრება. ეს მოლაპარაკებები პრაქტიკულ დონეზე დიალოგს გულისხმობს“, - აღნიშნავს გამოცემა.
ამასთან, აიხშტეტის უნივერსიტეტის კათოლიკე თეოლოგი და შეერთებულ შტატებში ეკლესიის საკითხებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანელი ექსპერტი, ბენჯამინ დალკე, „ფრთხილად“ აფასებს ვატიკანის შესაძლებლობას, იმოქმედოს როგორც შუამავალმა რუსეთსა და უკრაინას შორის.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის დაპირებამ ომის ერთ დღეში დასრულების შესახებ, ცხადია, „არ გაამართლა“ და ამიტომ ტრამპი ახლა „დაბნეულია“ და ვატიკანს „ახალ მოთამაშედ“ მიიჩნევს.