კახა კალაძე ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი კანდიდატურაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად შეიძლება წარადგინოს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძემ, კახა კალაძის თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატად დასახელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, კანიდატებს შორის კალაძე ერთ-ერთი გამოკვეთილი კანდიდატურაა და ბუნებრივია, ეს სადავო არ არის
„კახა კალაძე ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი კანდიდატურაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად შეიძლება წარადგინოს. დაველოდოთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, კანიდატებს შორის კალაძე ერთ-ერთი გამოკვეთილი კანდიდატურაა და ბუნებრივია, ეს სადავო არ არის“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.