"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა მმართველ გუნდს დაპირებების შესრულებისკენ მოუწოდა. თბილისში, მთაწმინდის მოსახელობასთან საკონსტიტუციო ცვლილებების განცხილვის დროს, ინაშვილმა წარმოდგენილი ცვლილებები კომუნისტურ რეჟიმს შეადარა.
"არ მიყვარს მიხვეულ-მოხეული საუბარი, თუ ჩვენ გავედით პირველ ადგილზე, მე მაინც არ დავუჭერ მხარს წარმოდგენილ ცვლილებას, რომ მთელი ხმები მე მივიღო. ეს არ არის დემოკრატიული პრინციპი. პრეზიდენტს თქვენი შერჩეული ხმოსნები აირჩევენ, თქვენი პარტია დანიშნავს პრემიერს, თქვენი პარტია დააკომპლექტებს მთავრობას. კომუნისტები სხვას კი არაფერს აკეთებდნენ ძმაო,"- მიმართა მმართველ გუნდს დეპუტატმა.
პროექტს კანონმდებლები მოსახლეობასთან ერთად დღეს თბილისის რამდენიმე რაიონში, მთაწმინდაზე, ვაკეში, დიდუბეში, ჩუღურეთსა და ისან-სამგორში განიხილავენ. კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის მეორე ეტაპი დღეს დასრულდება.