ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე, ამ პროცესში ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერასა და ქვეყანაში მიმდინარერეფორმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ოკუპანტი ქვეყნის მიმართ ორიქვეყნის საერთო პოლიტიკას.
„ესტონეთი არის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორი და მტკიცე მხარდამჭერი, როგორც ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში,ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. როგორც კოლეგებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, მხოლოდ მათზე რომ იყოს დამოკიდებული,საქართველო უკვე დიდი ხანია, ევროკავშირის წევრი ქვეყანა იქნებოდა", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა. მისივე თქმით, ესტონეთი მზადარის, შეასრულოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერის როლი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული დაევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის კოლეგებს მადლობა გადაუხადა.