საკონსტიტუციო კომისიის წევრები ცვლილებების პროექტს საბურთალოს მოსახლეობას აცნობენ. მოსახლეობასთან შეხვედრა სამედიცინო უნივერსიტეტის შენობაში მიმდინარეობს. დარბაზში შეკრებილოებმა ყველაზე მეტი კითხვა პრეზიდენტის არჩევის წესზე, ფუნქციებსა და ინსტიტუტთან დაკავშირებით დაისვეს.
შეხვედრის მონაწილეებმა შეკითხვები დასვეს ასევე, მიწის კანონის, თვითმართველობის რეფორმის, სოციალური გარანტიებისა და პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა 5 მაისს დაიწყო. ცვლილებები სულ 11 ქალაქში უნდა წარედგინათ. ბოლო შეხვედრა 15 მაისს თბილისში ჩაიშალა. ამის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ საჯარო განხილვების თბილისის 10 რაიონში და საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დამატებით გამართვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.