საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გოტმიოლერს შეხვედება, რომელიც 28-29 მაისს თბილისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდგომ საგარეო უწყების ხელმძღვანელი და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ხელს მოაწერენ ჩრიდილოატლანტიკურ ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ნატოსა და ნატოს პერსონალის სტატუსის შესახებ შეთანხმებას.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე გაიმართება მიხეილ ჯანელიძის და როუზ გოტმიოლერის ერთობლივი პრესკონფერენცია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვის მინისტრთან და სახელმწიფო მინისტრთან ევროპული და ევრო-არლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.