ქართული მხარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის პროექტში ცვლილებას წარადგენს. საუბარია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დოკუმენტზე. ცვლილების მიხედვით, შესწორება უნდა შევიდეს მე-18 მუხლში, სადაც საუბარია რუსეთის მიმართ მოწოდებებზე, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუშვას საერთაშორისო მონიტორები - დ პუნქტს დაემატოს ჩანაწერი: ”უზრუნველყოს (რუსეთის ფედერაციამ) თავისუფალი გადაადგილება და ვაჭრობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ”.
ცვლილებას ქართული მხრიდან, ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი წარადგენს. დეკლარაციის ავტორია ასაბლეის ვიცე-პრეზიდენტი რასა იუკნევეჩი. წარდგენის შემდეგ დაგეგმილია დებატები და დეკლარაციაზე კენჭისყრა.