ნატო-ს დამცავი ზომები წარმოადგენს ძლიერ დემონსტრირებას რუსეთის მუქარის საწინააღმდეგოდ, , - ამის შესახებ პაოლო ალიმ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რამდენიმე დღის შემდეგ, მონტენეგრო ნატო-ს 29-ე წევრი გახდება. ეს მონტენეგროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. რა თქმა უნდა, ეს ნატო-სთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მუდმივად, განუხრელად, ცდილობს, რომ მხარი დაუჭიროს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს და მიიღოს საერთო სფეროში, რომელიც ქადაგებს მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას. მონტენეგროს გაწევრიანება მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვისაც და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ასპირანტი ქვეყნები არიან და ცდილობენ, რომ ნატოს შეუერთდნენ.
ეს აშკარა სიგნალია იმისა, რომ ნატოს კარები ღიაა და ამ ქვეყნებს ვერანაირი ზეწოლა და გარემო ხელს ვერ შეუშლით, რომ გაწევრიანდნენ და თავიანთ მიზნებს მიაღწიონ. მომავალ თვეს, მულტინაციონალური ბატალიონების განთავსებას დავასრულებთ, რომლებიც წარმოადგენს ნატოს გაძლიერებულ წარმომადგენლობას პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში. ამავე დროს, ნატო ზრდის თავის წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში. ეს დამცავი ზომები წარმოადგენს ძლიერ დემონსტრირებას ჩვენი სოლიდარობისა რუსეთის მუქარის საწინააღმდეგოდ. ნატო ასევე თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან ორივე რეგიონში, რომლებიც დაკავშირებულია და რომელსაც რუსეთის აგრესია ეხება. ეს არის ფინეთი შვედეთი საქართველო და უკრაინა“, - განაცხადა ალიმ.