„დეკლარაცია ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, საქართველოს მაპი მისცენ“ - ეს განცხადება „ევროპული საქათველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ სესიის დაწყებამდე გააკეთა. კაპანაძის თქმით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში საქართველოში არსებული მდგომარეობა ჯანსაღადაა ასახული.
„პირველ რიგში, ეს არის დეკლარაცია, რომელიც ნატოს წევრებს მოუწოდებს, საქართველოს მაპი მისცენ და ჩვენი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს. დეკლარაციაში ოკუპაციაზე და რუსეთთან მიმართებაში მწვავე შეფასებებია, რაც ყველაზე მთავარია საქართველოში დემოკრატიის კუთხით. საუბარია მედიაპლურალიზმზე და ინსტიტუტების სიძლიერეზე. ასევე იმაზე, რომ საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კაპანაძემ.
საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დღეს უნდა მიიღონ.