გიორგი მღებრიშვილის შეცვლაზე ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა.
მინისტრის თქმით, საფუძველს მოკლებულია ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შს მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე შეცვლის.
„ამაზე მე რამდენჯერმე დამისვეს კითხვა და მინდა ცალსახად გითხრათ, რომ ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.