"რუსეთის ფედერაცია ძალიან ფრთხილი უნდა იყოს, როდესაც ზრდის დაძაბულობას",- განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ. დღეს გამართულ სპეციალურ კონფერენციაზე მან საქართველოსა და რუსეთის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ნატო ხედავს რუსეთის ქმედებებს საქართველოსა და უკრაინაში.
"ჩვენ გვესმის რუსეთის აგრესიული ქმედება, აბსოლუტურად მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ისევე, როგორც უკრაინის. არასტაბილურობა რეგიონში, ეს არის საფრთხე, მუქარა დასავლეთის ქვეყნებისათვის. ასე, რომ ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას და კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს თქვენს მიმართ მხარდაჭერას. რუსეთის ფედერაცია ძალიან ფრთხილი უნდა იყოს, როდესაც ზრდის დაძაბულობას. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთის ფედერაციას ესმის, რომ არ უნდა იყოს ასეთი აგრესიული. თუმცა, ეს მათი პოზიციაა და ჩვენ ამას წინააღმდეგობას ვუწევთ," - განაცხადა პაოლო ალიმ.