"ამათ რატომ ჰგონიათ, რომ ჩვენ არც ფიზიკა ვიცით და არც ქიმია ვიცით?!",-განაცხადა ხანდოს ხეობის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა. მათ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე შეხვდა. მინისტრმა და მოსახლეობამ სამშენებლო ადგილები მოინახულეს. კალაძის განცხადებით, მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.
„დღეს ვნახეთ ის წერტილები, რომლებიც პრობლემურია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გავიარეთ კონკრეტული ადგილები და ვნახოთ, კიდევ გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები კვლევების თვალსაზრისით და ადგილობრივი მოსახლეობასთან ერთად მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრთან ერთად შეხვედრაზე ექსპერტებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ კომენტარები არ გაუკეთებიათ. ადგილობრივები არ ენდობიან მათ დასკვნებს.
„ამათ რატომ ჰგონიათ, რომ ჩვენ არც ფიზიკა ვიცით და არც ქიმია ვიცით?! დაზიანება კი არა, ხეობის გადაშენება იქნება,“ - განაცხადა ხეობის ერთ-ერთმა მონაწილემ.