პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონფერენცია „საქართველოს ევროპული არჩევანი - მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“-ს დაესწრო. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
პრეზიდენტმა "საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" მიერ გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ისტორიულ არჩევანზე დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე და ამ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართული საზოგადოება არარეალური მოლოდინებით შევიდა დამოუკიდებლობის ეპოქაში.