კახა კალაძე ხანდოს ხეობაში მოსახლეობას ხვდება. მათ ერთად დაათვალიერეს ის ადგილები, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაა დაგეგმილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ისინი შეხვედრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივები ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ხაზები საშიშია მოსახლეობისთვისაც და გარემოსაც ზიანს მიაყენებს.