შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა უწყებათაშორის სხდომაზე ქართული და აფხაზური ენების სწავლების ხელშეწყობაზე გააკეთა აქცენტი.
მისი თქმით, ამ ორ ენას დაცვა და განვითარება ესაჭიროება, ამისათვის კი სპეციალური ღონისძიებები უნდა გატარდეს. კომისიის წევრებმა მის ინიციატივას მხარი დაუჭირეს და დასძინეს, რომ აფხაზური ენის სწავლება უნდა მოხდეს როგორც სკოლამდელი, ასევე სკოლის და უმაღლესი განათლების მიღების დროსაც