"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პენსიონერებთან შეხვედრა გამართა. მისი თქმით, საქართველოში მძიმე სოციალური მდგომარეობაა და მთავრობა ყურადღებას არ აქცევს პენსიონერების მდგომარეობას.
ბაქრაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივ არჩევნებში "ევროპული საქართველო" მოიგებს, მოგებულ რაიონებში პენსიას გაზრდიან.
„დღეს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ასობით ათასი პენსიონერი არის ურთულეს მდგომარეობაში. უწევთ გამკლავება გაძვირებულ ცხოვრებასთან, გაზრდილ ფასებთან, გაძვირებულ წამალთან, სიღარიბესთან და შეიქმნა ვითარება, როდესაც ხელისუფლება ერთ სიტყვას არ ეუბნება პენსიონერებს თუ რას ჰპირდება, იქნება თუ არა ამ ქვეყანაში პენსიის ზრდა და როგორ და როდის გაიზრდება პენსია და მათი შემოსავალი,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.