არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის სახელზე მიმართვას ამზადებენ. ისინი აპროტესტებენ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას და გადაწყვეტილებების გაუქმებას ითხოვენ.
„პრობლემას წარმოადგენს ის, რომ თუ ჩვენ თვითმმართველობებს გავამსხვილებთ, მსხვილი თვითმმართველობები არ არის ხალხთან ახლოს და ისინი უფრო მეტად არიან ორიენტირებული ცენტრალური ხელისუფლების ვერტიკალზე. ეს უფრო მეტად არის სწორედ პარტიული ხაზით წაყვანა თვითმმართველობების,“-განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.