გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ის, რაც დღეს თვითმმართველობასთან და თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებით ხდება, არის ევროპული მმართველობის საწინააღმდეგო ტენდენცია და აფერხებს სახელმწიფოს პროპორციულ განვითარებას, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ.
"თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მთავარი პრინციპია თვითმმართველობის განვითარება, გაღრმავება და არა შესუსტება და შეზღუდვა. ევროპაში თვითმმართველობა არის დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი. პრეზიდენტის აზრით, თვითმმართველობის ფუნქციის დაკნინება პირდაპირპროპორციულია რეგიონების ეკონომიკურ ზრდასთან, თვითმმართველობის გარეშე წარმოუდგენელია ცივილიზებული, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, სახელმწიფო და სამოქალაქო ფუნქციონირება, თვითმმართველობა არის უმთავრესი დემოკრატიული და პოლიტიკური პროცესი", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.