„მოსახლეობას ეს თემა აწუხებს და ჩვენ, დეპუტატები ვალდებული ვართ, რომ საზოგადოების ეს მოთხოვნა გავითვალისწინოთ“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა. მან კონსტიტუციაში მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ გაყიდვის შესახებ ჩანაწერის დამატებაზე ისაუბრა.
ოპოზიცია უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მსგავსი ჩანაწერი კონსტიტუციაში არ უნდა იყოს. თავად აკრძალვა კი ორგანული კანონით დარეგულირდეს.
„თუ არის გარკვეული რეგულირება ამ კუთხით საჭირო, ამისთვის საკმარისია ორგანული კანონი. კონსტიტუციის დონეზე რაღაც საკითხების აყვანა, იგივე მიწის საკითხი იქნება თუ ქორწინების და რაღაც სხვა, ეს არის პირდაპირ რუსული ზეგავლენის ერთ-ერთი გამოხატულება“,- განაცხადა ენმ-ს წევრმა, რომან გოცირიძემ.