"მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, სასწრაფო დანიშნოს არჩევნების დღე",-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩვნების თარიღის დასახელებას შეუძლია თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმების პროცესი შეაჩეროს.
„ბიძინა ივანიშვილმა განიზრახა გამოეცხადებინა ქალაქების გაუქმების კვირეული და ეს ყველაფერი ხდება ადგილზე, საკრებულოების გადაწყვეტილებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, სასწრაფო დანიშნოს არჩევნების დღე, რომელიც უკვე მოგვცემს საშუალებას და ამ ქალაქების მაცხოვრებლებს, ჩვენს ქვეყანას მისცემს იმის საშუალებას, რომ ჩაიშალოს ის მზაკვრული გეგმა, რომელიც მიიღო ბიძინა ივანიშვილმა ქალაქების სტატუსების გაუქმებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ბოტკოველმა.