"აუდიტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია", -განაცხადა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა. მისი თქმით, აუდიტის სამსახურში გამართული ბრიფინგისას გამოქვეყნებული ანგარიში ცრუ ინფორმაციას შეიცავს.
„ეს დოკუმენტი ამტკიცებს იმას, რომ აუდიტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია, რომ აუდიტის სამსახური ამბობს, რომ ვერ მოიძია თურმე კომუნიკაცია, რომ არსებობდა მერიასთან აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ ფარცხალაძე ამ კომპანიაში არ შევიდა. ჩანაცვლების საკითხი დგას ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც ფარცხალაძე ამ კომპანიაში არ არის და თუ ამ კუთხით გავყვებით, ლოგიკურია, რომ არანაირ პრივილეგირებულ მდგომარეობაზე არ არის საუბარი და პლიუს ამას, ლევან სამხარაული ექსპერტიზის დასკვნით არის შეფასებული მიწის ნაკვეთები და რაც არის სხვაობა, ეს სხვაობა არის შემდგომში გადახდილი ამ ჩანაცვლების შემთხვევაში ფარცხალაძის კომპანიის მხრიდან,“ - განაცხადა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.