მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით, მთავრობას ერთიანი პოზიცია შეჯერებული აქვს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ყვარელში განაცხადა, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროექტებთან დაკავშირებით სემინარი მიმდინარეობს.
მინისტრის განცხადებით, საქმის იურიდიული ნაწილია, თუ როგორ გაიწერება ეს კანონში,
ლევან დავითაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ კუთხით ჩანაწერი გაკეთდეს კონსტიტუციაში. მინისტრი აქვე აღნიშნავს, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის ტოტალური აკრძალვა არ უნდა მოხდეს. ეს განცხადება ლევან დავითაშვილმა ყვარელში განაცხადა, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროექტებთან დაკავშირებით სემინარი მიმდინარეობს.
მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტით, ერთადერთი გამონაკლისი, რა შემთხვევაშიც მიწის უცხოელებზე გასხვისება იქნება შესაძლებელი, არის უცხოელი ინვესტორის მიერ წარმოდგენილი დიდი ინვესტიცია.