საქართველო და იორდანია გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზული კონტრიბუტორი ქვეყნები ვართ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ქვეყნებს გეოგრაფიულად დიდი მანძილი აშორებს, მათ საერთო ამოცანები აკავშირებს.
„საქართველო და იორდანია გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზული კონტრიბუტორი ქვეყნები ვართ. ამასთან, არსებობს მნიშვნელოვანი ბაზა ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებისთვის“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, იორდანიის მეფემ აბდულა მეორემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.