ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა , მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან შეხვედრა გამართა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს კონსოლიდირებული ანგარიშების - "ევროპის საბჭო დაკონფლიქტი საქართველოში" პრაქტიკის გაგრძელებისთვის, რომელიც იძლევა ინფორმაციას ოკუპირებულტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვასაქართველოში კონფლიქტის საკითხზე ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტისგადაწყვეტილებების მნიშვნელობას. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს და იმრეფორმებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის კონსოლიდირებისკენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კვიპროსს 18-19 მაისს ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებშიეწვია.