გასაგებია, რომ საქართველოში გაჩაღებული ეს ისტერიკა ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს, - ასე ეხმაურება ცხინვალის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰერბერტ ზალბერთან დაკავშირებულ სკანდალს.
როგორც განცხადებაში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება აღნიშნავს, ოფიციალური თბილისის ქცევა საკმარისია იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ჩამოუყალიბდეს ობიექტური აზრი სამხრეთ ოსეთთან კონსტრუქციული დიალოგის შესახებ მისი შესაძლებლობის ხარისხზე.
„ბატონი ზალბერის მიერ გამოვლენილი დიპლომატიური თავაზიანობა საქართველოში აღიქვეს, როგორც ევროპული კავშირისგან მისი ინტერესების ღალატი. გასაგებია, რომ საქართველოში გაჩაღებული ეს ისტერიკა ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს. საქართველოს ხელმძღვანელობა შესაშური სიჯიუტით ახდენს კატეგორიულ მიუღებლობას შექმნილ გეოპოლიტიკურ რეალობასთან დაკავშირებით და ბოლომდე ცდილობს მოეჭიდოს პროპაგანდისტულ პროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“. საქართველოში აშკარად ბოროტად იყენებენ საერთაშორისო არენაზე მისი ინტერესების უპირობო მხარდაჭერის მოთხოვნებს, მათ შორის შუამავალთა მხრიდანაც, რომლებმაც უნდა დაიკავონ ნეიტრალური პოზიცია ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. ოფიციალური თბილისის ქცევა საკმარისია იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ჩამოუყალიბდეს ობიექტური აზრი სამხრეთ ოსეთთან კონსტრუქციული დიალოგის შესახებ მისი შესაძლებლობის ხარისხზე. ჟენევის დისკუსიის ქართველი მონაწილეების ასეთი განწყობა დიდი ხნის განმავლობაში ძირითადი დაბრკოლებაა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავებასა და მიღების გზაზე“, - ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში.