პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება. შეკრებილნი საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.
ძირითადი საკითხები კვლავ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების წესი და პარლამენტის საარჩევნო სისტემაა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს და მესამე სექტორშიც მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი უნდა იყოს.