„საქართველოსნაირ ქვეყანაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს მთავარსარდლის ფუნქცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მან სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და მათ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ესაუბრა.
"როდესაც პრეზიდენტს ასახელებ უმაღლეს მთავარსარდლად, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენციები არა მხოლოდ ომიანობის დროს, არამედ ომამდეც, რომ უფრო მეტად განამტკიცოს ქვეყნის თავდაცვისუნარიონობა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
მან პრეზიდენტის არჩევის წესზეც ისაუბრა და განმარტა, თუ რამდენად მეტად დემოკრატიულია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები.
„არის საუბარი არჩევის წესთან დაკავშირებით. არჩევა შეიძლება პირდაპირიც და არაპირდაპირაც, ორივე დემოკრატიულია, მაგრამ როცა საზოგადოების უმრავლესობას უნდა აირჩიოს პირდაპირი წესით, რამდენად დემოკრატიულია ამ ხალხს უთხრა უარი? რამდენად გესმის დემოკრატიისა და კონსტიტუციის აზრი, როცა უბრალოდ ეუბნები, რომ არა, 300 ხმოსანი აირჩევს",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.