„რუსეთის ჯარების ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწორედ ძალის გამოყენებას ნიშნავს“,-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დონდუამ.
მან რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაციაზე და საქართველოს პასუხზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს საერთაშორისო ორგანიზაციებში მკვეთრად წარმოაჩინოს პრობლემა და რუსეთის მიმართ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს.
„ჩვენ ვაგრძელებთ, როგორც ჟენევაში, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, იმისთვის, რომ რუსეთმა აიღოს ეს ვალდებულება. 2012 წლის გაზაფხულიდან ჟენევაში მონაწილეები მუშაობენ ერთობლივი განცხადების ტექსტზე, ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით. მოხერხდა პოზიციების ერთგვარი დაახლოება, მაგრამ ჯერ კიდევ არის ფუნდამენტური განსხვავებები, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვილაპარაკოთ რაიმე მნიშვნელოვან პროგრესზე,“- განაცხადა მიხეილ დონდუამ.