ეს არანაირად არ არის დაკავშირებული ევროკავშირის პოლიტიკასთან, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერის მიერ გუშინ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ზალბერმა ამასთან დაკავშირებით განცხადება უნდა გააკეთოს.
„არანაირად არ მინდა მისი ეს გადაცდომა დავუკავშირო ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოში. ეს უსაფუძვლო იქნებოდა. ამ პიროვნებამ ამასთან დაკავშირებით განცხადება უნდა გააკეთოს. მისი განცხადება არაფერს უწყობს ხელს და საქართველოს მიმართ გარკვეულ არაკორექტულ დიპლომატიურ ნაბიჯს დგამს. ეს არანაირად არ არის დაკავშირებული ევროკავშირის პოლიტიკასთან", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული „პოსტის“ დაკავება მიულოცა.