ეს გზავნილები არის პირდაპირი შედეგი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის, რომელსაც უკვე მეხუთე წელია ატარებს ,,ქართული ოცნება", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერის მიერ გუშინ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას.
სამადაშვილის განცხადებით. ეს არის სრულიად კატასტროფული განცხადება. ქართულმა მხარემ ამას უმწვავესი რეაგირება უნდა მისცეს.
"ეს გზავნილები არის პირდაპირი შედეგი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის, რომელსაც უკვე მეხუთე წელია ატარებს ,,ქართული ოცნება". ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ რეალურად ჟენევის მოლაპარაკების დაკნინება და მისი ნიველირება ხდება სწორედ კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატის პარალელურად. საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი ხელშეწყობით ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია არის მოხსნილი საერთაშორისო დღის წესრიგიდან. დღეს ჟენევის თანათავმჯდომარე ღიად და აშკარად ფაქტობრივად აღიარებს დე ფაქტო ხელისუფლების არჩევნების შედეგებს. ეს არის სრულიად კატასტროფული განცხადება. ქართულმა მხარემ ამას უმწვავესი რეაგირება უნდა მისცეს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული „პოსტის“ დაკავება მიულოცა.