„პროკურატურა, ის ვინც უდნა ატარებდეს გამოძიებას, თავად არის გადაქცეული ფარცხალაძის შპანის ქვემდებარე ორგანოდ“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა. საპარლამენტო უმცირესობა კვლავ ითხოვს აუდიტის სამსახურის უფროს ლაშა თორდიაზე თავდასხმის გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნას.
„ სახელმწიფო აუდიტის სამსახური უშუალოდ პარლამენტს ექვემდებარებოდა და ის, რაც მოხდა მთავარი აუდიტორის მიმართ, ეს პირდაპირ ვრცელდება პარლამენტზე. თუ ახლა პარლამენტმა არ თქვა თავისი გადამწყვეტი სიტყვა ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართალდაცვითი სისტემა,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.