საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო უწყებაში დაიბარა.
ელჩი ამ წუთებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დუნდუა ხვდება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდგეგ კი მედიისთვის განცხადება გაკეთდება.
ცნობისთვის, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნულ „პოსტის“ დაკავება მიულოცა.