„მერი ადგილობრივ დონეზე უმაღლეს თანამდებობის პირს ნიშნავს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მან გამგებლის, როგორც მერის ტოლფარდ ინსტიტუტზე ისაუბრა და საკანონმდებლო ცვლილებები განმარტა.
„მერი ადგილობრივ დონეზე უმაღლეს თანამდებობის პირს ნიშნავს და ამიტომ, ეს ტერმინი აპრობირებულია. გამგებელი ქართული ტერმინია. ხშირად, ეს ტერმინები აღრევას იწვევს. ადამიანებს გონიათ, რომ მერი და გამგებელი სხვა რამეა და სხვადასხვა კომპეტენციები აქვთ. ამ დროს, მერს და გამგებელს ზუსტად ერთნაირი უფლებამოსილებები აქვთ. უბრალოდ, ერთი ქალაქის, მეორე სათემო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელია. თუნდაც ამ აღრევის თავიდან არიდებისთვის შეიძლება სწორი იყოს, რომ ერთი ტერმინი - მერი გამოვიყენოთ“, - განაცხადა კობახიძემ.