რუსი ტურისტების ნაკადს საქართველოში ხელს არაფერი შეუშლის, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
კობახიძეს იმედი აქვს, რომ რუსი ტურისტების ნაკადის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება.
„რუსი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ დიდია და ამ ინტერესს საფრთხეს არაფერი შეუქმნის. ჩვენთვის მთავარია, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა გავაგრძელოთ, რომელსაც საყოველთაო მხარდაჭერა აქვს. რაც შეეხება ხალხებს შორის ურთიერთობას, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და საქართველოში ტურისტული ნაკადები იზრდება, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა კობახიძემ.
რუსეთის საგარეო უწყებამ საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება ურჩია. რუსეთის საგარეო უწყება ოფიციალურ თბილისს პროვოკაციებში ადანაშაულებს.