"საჯარო განხილვები თბილისის 10 რაიონში და საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დამატებით გაიმართება",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, შეხვედრები გაიმართება ზესტაფონში, სამტრედიაში, სიღნაღში, ხულოში, მარნეულში, ახლაქალაქში, ოზურგეთში, ფოთში, ყაზბეგსა და მესტიაში.
მან გუშინ ფილარმონიის დარბაზში მიმდინარე შეხვედრის ჩაშლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს არსებულ ფორმატში შეხვედრების გაგრძელების აზრს.