„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერისა და საკონსტიტუციო პროექტის განხილვების ორგანიზების კომისიის წევრის, ირმა ინაშვილის განცხადებით, საჭიროა მეორე ტურის მოწყობა. მისი თქმით, სხვა ქალაქებშიც არის მოთხოვნა, რომ მათთანაც გაიმართოს კონსტიტუციის განხილვა.
"როგორც დღეს ითქვა, კიდევ რამდენიმე ქალაქში დამატებით იქნება შეხვედრები, ანუ მეორე ტურის ორგანიზება მოხდება და შემდეგ გაიმართება შეხვედრები თბილისში.
მოსახლეობის მხრიდან არის ძალიან დიდი მოთხოვნა, რომ სხვა ქალაქებშიც გაიმართოს ეს შეხვედრები", - განაცხადა ინაშვილმა.