დავიცვათ ქართული მიწა - საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის ჩაშლის შემდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე, რომელიც სპონტანურად დაიგეგმა, ითხოვენ, რომ კონსტიტუციით აიკრძალოს მიწების გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
აქციაზე იმყოფებიან, სანდრო ბრეგაძე, გია კორკოტაშვილი, ლადო სადღობელაშვილი, ცოტნე გამსახურდია.
ფილარმონიის დიდ საკონცერტი დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩაიშალა. დარბაზში ხმაური მიწის გასხვისების საკითხს მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიდ დარბაზში განვითარებული მოვლენების ფონზე, ვერ ხედავს შეხვედრის გაგრძელების აზრს.