საქართველოს სახალხო დამცველი აუდიტის სამსახურის უფროსზე, ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმის შესწავლას აპირებს. უჩა ნანუაშვილის თქმით, ეს საქმე ერთგვარი ტესტია საგამოძიებო ორგანოებისთვის.
"ჩვენ საკუთარი ინიციატივით ვიწყებთ ამ საქმის შესწავლას, დავაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას. მე იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაინც მოხდება ადეკვატური რეაგირება და ეს საქმე იქნება გამოძიებული, მით უმეტეს, როდესაც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები, როდესაც მოხდა ძალადობის არა ერთი ფაქტი, კონკრეტულ თანამდებობის პირებზე თუ პოლიტიკურ ფიგურებზე, სამწუხაროდ, არ იყო გამოძიებული და ეს ფაქტი არის ერთგვარი ტესტი საქართველოს საგამოძიებო ორგანოებისთვის,"-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.