ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ არც ერთი პარტია მათ შეხედულებებთან ახლოს არ დგას. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, ასეთი პასუხი ყველაზე მეტმა 38%-მა გასცა. 29% მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“. 10% ფიქრობს, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 4% მიიჩნევს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“, 3% კი ფიქრობს, რომ „ლეიბორისტული პარტია".
კითხვაზე პასუხი არ იცის 4%-მა, სხვა პარტიები 8%.
საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის შედეგების პირველი ნაწილი 12 მაისს წარადგინეს.