რუსთავში, ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-საჯარო განხილვა იწყება. ადგილზე უკვე შეკრებილნი არიან პოლიტიკოსები, თუმცა შეხვედრას არ დაესწრება პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, უმჯობესი იქნებოდა თუ უმრავლესობის წარმომადგენლები არ დაესწრებიან შეხვედრას.
„არის მინუსები, არის პლიუსები, ორივე უნდა ითქვას. ძალიან სამწუხაროა, რომ შეხვედრების წინ არ გავრცელდა ნაბეჭდი სახით კონსტიტუციის პროექტი, მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელიც ამ დარბაზებში იკრიბებოდა, არ იცოდა რა წერია და ზეპირად უყვებოდნენ მათ, მეორე, ძირითადად მაინც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები იკრიბებიან დარბაზში, ქართული ოცნების წარმომადგენლები და უფრო ფართო ფორმატი უნდა ყოფილიყო,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა.